Accessibility links

logo-print

საერთაშორისო მისიების მიერ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სარეაბილიტაციო პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა სკანდალის საფუძველი ხდება


შაბათს შუადღისთვის ცხინვალში მოკონფლიქტე მხარეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი.

ერთობლივი შეხვედრის დროს ხელი უნდა მოწეროდა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სარეაბილიტაციო პროგრამის დასაფინასებლად ევროკომისია 2,5 მილიონი ევროს მოცულობის თანხის გამოყოფას გეგმავს. თუმცა, შეთანხმების პროექტი საქართველოს ხელისუფლებაში ახალი სკანდალის საფუძველი გახდა. ხელისუფლებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ შეთანხმება საქართველოს მხარის ინტერესებს არ ითვალისწინებს და მასზე ნაჩქარევად ხელმოწერა დაუშვებელია. წინააღმდეგობის მიუხედავად სარეაბილიტაციო პროგრამის დაფინანსების საკითხი ცხინვალში გამართულ მოლაპარაკებაზე დადებითად გადაწყდა.


ევროკომისიის მიერ ყოფილი ორნახევარი მილიონი ევროს მოცულობის დახმარება, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რამდენიმე სარეაბილიტაციო პროგრამაზე უნდა დაიხარჯოს. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კი, დაახლოებით მილიონ-ნახევარი ევრო, ლტოლვილთათვის სახლების მშენებლობასა და ომის დროს განადგურებული კომუნიკაციების აღდგენას უნდა მოხმარდეს. სკანდალის საფუძველიც სწორედ ეს პუნქტი გახდა. როგორც საგანგებო დავალებათა მინისტრის მოადგილემ, შერეული საკონტროლო კომისიის წევრმა ლალი მოროშკინამ რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, არსებული შეთანხმება საქართველოს მხარის ინტერესებს არ ითვალისწინებს. კერძოდ დარღვეულია პარიტეტი თანხების განაწილების დროს და უგულებელყოფილი ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების მოთხოვნა.
მოროშკინა არ გამორიცხავს, რომ ეს თანხა ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ, იარაღის შესაძენად გამოიყენოს.

[ლალი მოროშკინას ხმა]

თუმცა, ამგვარი აჟიოტაჟის ატეხვას სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს საგანგებო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ კაკაბაძე, როემლიც, სწორედ ამ შეთანხმების პროექტზე ხელმოსაწერად, საქართველოს დელეგაციასთან ერთად შაბათს ცხინვალში იმყოფებოდა. როგორც საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ რადიო "თავისუფლებას" აცნობა, 6 საათიანი შეხვედრის შემდეგ ყველა დეტალი შეთანხმდა და ღამის 10 საათზე ხელი მოეწერა ოქმს კონფლიქტის ზონაში სარეაბილიტაციო თანხის გამოყოფის შესახებ. ხელმოწერის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ცხინვალში მყოფ საგანაგებო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს.
[მალხაზ კაკაბაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია
XS
SM
MD
LG