Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ცნობით, ყუმბარებით


ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ცნობით, ყუმბარებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ცნობით, ყუმბარებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა
დღეს მოკლეს მოსკოვის მიერ დანიშნული პრეზიდენტის, ახმად კადიროვის დაცვის ხუთი თანამშრომელი. როგორც ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იუწყება, სოფელ ალეროიში, ათამდე შეიარაღებული პირი შეიჭრა კადიროვის დაცვის ერთ-ერთი წევრის სახლში და ავტომატური იარაღისა და ყუმბარების გამოყენებით სახლის პატრონი და დაცვის კიდევ ოთხი თანამშრომელი მოკლა. მოკლულ იქნა ერთი თავდამსხმელიც. ახმად კადიროვის ვაჟმა და მისი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თავდასხმა ჩეჩენი მეამბოხეების მოწყობილია.
XS
SM
MD
LG