Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიკავებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიკავებს.
პარლამენტის სპიკერთან, ნინო ბურჯანაძესთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორ-სამ დღეში საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიღებული იქნება, რის შემდეგაც მთავრობამ მუშაობა უნდა დაიწყოს. სააკაშვილის თქმით, ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ ორი-სამი მინისტრი თუ მუშაობს, რადგან არ არსებობს მთავრობა და მისი სამოქმედო პროგრამა, რათა დაიწყოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება. რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილებებს, პრეზიდენტის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ახალი პარლამენტი ევროპული მოდელის იქნება.
XS
SM
MD
LG