Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მეტალურგიული კომბინატის სამეთვალყურეო საბჭოს


რუსთავის მეტალურგიული კომბინატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომრის მოვალეობას შეასრულებს ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი

რუსთავის მეტალურგიული კომბინატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომრის მოვალეობას შეასრულებს ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი
დავით ცირეკიძე, რომელიც აქამდე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. პრაიმ-ნიუსის ცნობით, სააქციო საზოგადოება "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" სამეთვალყურეო საბჭომ დააკმაყოფილა მისი ყოფილი თავმჯდომრის ირაკლი ჟორდანიას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ჟორდანიას წინააღმდეგ პირველად დავით ცირეკიძე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ოთხშაბათს გამოვიდნენ და გაახმაურეს 12 იანვრის ბრძანებულება, რომლის მიხედვით, ჟორდანიასა და საწარმოს იტალიელ ინვესტორს "არეს ინტერნეშნლს" გადაწყვეტილი ჰქონდათ, დაეჭრათ და ჯართად გაეყიდათ ამჟამად უმოქმედო მარტენის ღუმელები. ჟორდანიამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კომბინატის გასხვისებასთან დაკავშირებით რუსთავში დიდი აჟიოტაჟი ატყდა.
XS
SM
MD
LG