Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალგაზრდულ პროგრამაში" დღეს 2 ქართველ ახალგაზრდას შეგახვედრებთ.


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი "ახალგაზრდულ პროგრამაში" დღეს 2 ქართველ ახალგაზრდას შეგახვედრებთ.

ერთი მათგანი, ირაკლი ნასიძე, პარიზში ცხოვრობს, მეორე, დათო გაბუნია, - თბილისში. ირაკლი ნასიძე არის საკმაოდ ცნობილი მოდელიერი, მას კარგად იცნობენ პარიზში, თუმცა მის შესახებ ბევრი არ იციან თბილისში. დათო გაბუნია კი "ჰარი პოტერისა და საიდუმლო ოთახის" მთარგმნელია. მას გადაცემის მეორე ნაწილში შევხვდებით, მანამდე კი - ირაკლი ნასიძის შესახებ. პარიზში ამ ცოტა ხნის წინ მას მორიგი წარმატებული ჩვენება ჰქონდა - " 2004 წლის გაზაფხული -ზაფხული". ირაკლის ტელეფონით სწორედ პარიზში დავუკავშირდი.

[ინტერვიუ ირაკლი ნასიძესთან. იხ. აუდიოვერსია]

ირაკლი ნასიძე მშობლიურ თბილისში ჩამოსვლას თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გეგმავს და, ალბათ, მაღალი მოდის თბილისელ დამფასებლებსაც მიეცემათ შანსი აღფრთოვანდნენ მისი კოლექციით. ირაკლი თავის კოლექციებში იყენებს ქართულ ელემენტებსაც. მისი სტილი - როგორც თავად ამბობს - არის ქალური, ფაქიზი, ცოტა გამომწვევი, ამავდროულად, მოდერნი, გამდიდრებული ბაროკოს ელემენტებითა და ხელით დამუშავებული ნაქარგებით. ირაკლი ნასიძე ქართველ მოდის მიმდევრებს შეახსენებს, რომ ზაფხულის კოლექციები პარიზში იქნება ფერადი, რომანტიული და ცოტა გიჟური, გაჯერებული სალათისფერით, ბევრი ვარდისფერით, ამდენად, ქართველებს ურჩევს განთავისუფლდნენ მუქი ფერების ტარების ჩვევისგან.

განვაგრძობთ "ახალგაზრდულ პროგრამას". საქართველოში, როგორც იქნა, დაიწყო გალაშქრება ჯოან როულინგის წიგნის წინააღმდეგ. ჰარი პოტერს, ძირითადად, კლერიკალები ერჩიან და არავინ ცდილობს ამ წიგნის ლიტერატურულ ნაკლსა თუ ღირსებაზე ილაპარაკოს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ გასულ კვირაში თბილისში სამ სხვადასხვა წიგნის მაღაზიაში გამართულიყო ჰარი პოტერის მეორე წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია. დავით პაიჭაძე "ჰარი პოტერისა და საიდუმლო ოთახის" მთარგმნელს 21 წლის დათო გაბუნიას ესაუბრა.

[ინტერვიუ დათო გაბუნიასთან. იხ. აუდიოვერსია]
XS
SM
MD
LG