Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით


საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით, 244 ადამიანი დაიღუპა დღეს

საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით, 244 ადამიანი დაიღუპა დღეს
მაჰმადიანთა ყოველწლიური რიტუალის, ჰაჯის დროს მომხდარ ჭყლეტაში. ტრაგედია მოხდა მექის მახლობლად, ქალაქ მინაში, როცა მორწმუნე მაჰმადიანები "სატანისთვის ქვების დაშენის" რიტუალს ასრულებდნენ. ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ ღრმა წუხილი გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო და დღევანდელ დღეს მთელი მაჰმადიანური სამყაროსთვის უბედური დღე უწოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჰაჯის აღსრულებისას ხალხი იღუპება. 1990 წელს მექაში 1400-მდე ადამიანი დაიღუპა. ჰაჯის დასკვნით რიტუალებში ყოველწლიურად ორ მილიონამდე მაჰმადიანი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG