Accessibility links

logo-print

ერაყში მომუშავე ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის


ერაყში მომუშავე ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ კეიმ გამოთქვა მოწოდება,

ერაყში მომუშავე ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ კეიმ გამოთქვა მოწოდება,
ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება იმაზე, თუ რას ემყარებოდა დასკვნები ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობის შესახებ. კეის თქმით, ასეთი გამოძიება მსოფლიოში აღადგენდა ნდობას შეერთებული შტატების მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ომის დაწყების აუცილებლობას ასაბუთებდა დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თითქოს ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა. მაგრამ ამგვარი იარაღის კვალის პოვნა ერაყში ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ კვირაში ბუშმა განაცხადა, რომ საკითხის საფუძვლიან შესწავლას აპირებს, თუმცა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე არ უსაუბრია.
XS
SM
MD
LG