Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოდან თავისი


რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების გასატანად 7-9 წელიწადი დასჭირდება.

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების გასატანად 7-9 წელიწადი დასჭირდება.
აქამდე მოსკოვი საამისოდ 11 წელიწადს მოითხოვდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ იური ბალუევსკიმ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, საქართველოდან გაიტანოს იქ დარჩენილი ორივე სამხედრო ბაზა. მაგრამ მანვე დასძინა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის რუსეთში შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. საქართველო კვლავინდებურად მოითხოვს, რომ რუსეთმა თავისი ბაზები სამი წლის განმავლობაში გაიტანოს. 1999 წელს, ეუთოს სტამბოლის სამიტზე, რუსეთმა საქართველოში თავისი ოთხივე სამხედრო ბაზის დახურვა ივალდებულა.
XS
SM
MD
LG