Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მთავარმა რეფორმისტულმა პარტიამ სახელწოდებით


ირანის მთავარმა რეფორმისტულმა პარტიამ სახელწოდებით "ისლამური ირანის

ირანის მთავარმა რეფორმისტულმა პარტიამ სახელწოდებით "ისლამური ირანის
მონაწილეობის ფრონტი" გამოაცხადა, რომ ბოიკოტს უცხადებს 20 თებერვლისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს. პარტიამ ამ გზით გამოხატა პროტესტი ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა რამდენიმე ათასი რეფორმისტი კანდიდატისთვის. პარტიის ლიდერმა რეზა ხათამიმ (პრეზიდენტ მოჰამად ხათამის ძმამ) განაცხადა, რომ ბოიკოტის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხმათა დიდი უმრავლესობით. დღესვე გუშაგთა საბჭომ უარყო ოპოზიციის წარმომადგენელთა მოთხოვნა არჩევნების გადადების შესახებ. გუშინ პროტესტის ნიშნად გადადგა პარლამენტის 109 დეპუტატი.
XS
SM
MD
LG