Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრინველის გრიპად" წოდებულმა დაავადებამ დღეს


"ფრინველის გრიპად" წოდებულმა დაავადებამ დღეს აზიაში კიდევ ორი ადამიანი შეიწირა,

"ფრინველის გრიპად" წოდებულმა დაავადებამ დღეს აზიაში კიდევ ორი ადამიანი შეიწირა,
რამაც რეგიონში ამ სენით გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაზარდა. მედიკოსები შიშობენ, რომ ავადმყოფობა ევროპასაც შეიძლება მოედოს. გერმანიაში უკვე აღრიცხულია შემთხვევა, რომელიც, ექიმების ვარაუდით, "ფრინველის გრიპით" დაავადებად უნდა ჩაითვალოს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია ეპიდემიის გავრცლების გამო. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა რობერტ დიცმა განაცხადა: [დიცის ხმა] "როცა ვცდილობთ, დასაბუთებული ახსნა მოვუძებნოთ ორი დაღუპული დის ინფიცირებას, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ვირუსი მათ ავადმყოფი ძმისგან შეეყარათ. ამრიგად, გამორიცხული არ არის, საქმე გვქონდეს "ფრინველის გრიპის" გადაცემას ადამიანიდან ადამიანზე. თუმცა, "ფრინველის გრიპით" დაავადების სხვა შემთხვევები, რომლებიც ვიეტნამში დაფიქსირდა, ამას არ ადასტურებს." დღეს რუსეთმა დროებით შეზღუდა ფრინველის ხორცის იმპორტი ჩინეთიდან.
XS
SM
MD
LG