Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში დღეს საღამოს, მაჰმადიანთა


საუდის არაბეთში დღეს საღამოს, მაჰმადიანთა ყოველწლიური რიტუალის, ჰაჯის დროს, ახალი ტრაგედია მოხდა.

საუდის არაბეთში დღეს საღამოს, მაჰმადიანთა ყოველწლიური რიტუალის, ჰაჯის დროს, ახალი ტრაგედია მოხდა.
ათობით მლოცველი საავადმყოფოებში მოათავსეს. გუშინ მომხდარ ჭყლეტაში დაღუპულთა რიცხვმა 251-ს მიაღწია. ტრაგედია მოხდა მექის მახლობლად, ქალაქ მინაში, როცა მორწმუნე მაჰმადიანები "სატანისთვის ქვების დაშენის" რიტუალს ასრულებდნენ.
როგორც დღეს გამოცხადდა, დაღუპულთა შორის არიან ინდონეზიის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტის, ალჟირის, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, იემენის, შრი ლანკის, ავღანეთის, აგრეთვე, აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეები. ჰაჯის დასკვნით რიტუალებში ყოველწლიურად ორ მილიონამდე მაჰმადიანი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG