Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა კენჭი უყარა


უკრაინის პარლამენტმა კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებების სიას და უარი თქვა განიხილოს საკითხი,

უკრაინის პარლამენტმა კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებების სიას და უარი თქვა განიხილოს საკითხი,
რომელიც პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ წარმოადგინა. მისი წინადადებით, 2006-ში პრეზიდენტი პარლამენტს უნდა აერჩია. 450 კანონონმდებლიდან 304 კუჩმას კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა. პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება დაიცვა იმით, რომ მას სურდა პარლამენტი გაეძლიერებინა და ამით უკრაინა დასავლური დემოკრატიის გზაზე დაეყენებინა.
ევროპის საბჭო, ასევე ევროპის კავშირი შეშფოთებას გამოთქვამდა კუჩმას წინადადების გამო. უკრაინის მომავალ პრეზიდენტს ოქტომბერში აირჩევენ.
XS
SM
MD
LG