Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოდის გაფრთხილებით


სამი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოდის გაფრთხილებით, რომ ე.წ. ქათმის გრიპი ამჟამად ვერ კონტროლდება და, შესაძლოა, აზიის ფარგლებს გასცდეს.

სამი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოდის გაფრთხილებით, რომ ე.წ. ქათმის გრიპი ამჟამად ვერ კონტროლდება და, შესაძლოა, აზიის ფარგლებს გასცდეს.
ეს სამი ორგანიზაციაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს საკვები პროდუქტისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელთა წარმომადგენლებმა რომში გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ მოითხოვეს სასწრაფო ზომები ქათმის გრიპის გავრცელების აღსაკვეთად. დღეს ვიეტნამის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამ ვირუსულმა დაავადებამ მოზარდი გოგონას სიცოცხლე შეიწირა. შედეგად, ქათმის გრიპით გარდაცვლილთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG