Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა შეიწყალა


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა შეიწყალა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი ატომური კვლევის სფეროში აბდულ ყადირ ხანი,

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა შეიწყალა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი ატომური კვლევის სფეროში აბდულ ყადირ ხანი,
რომელმაც გაავრცელა საიდუმლო ინფორმაცია ატომური იარაღის შესახებ. მუშარაფის თქმით, მან აბდულ ყადირ ხანის შეწყალებას ხელი მოაწერა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მინისტრთა კაბინეტისაგან მიიღო შესაბამისი რეკომენდაცია. მუშარაფის განცხადებით: [მუშარაფის ხმა] "კაბინეტმა გასცა შეწყალების რეკომენდაცია და მეც გადავწყვიტე, შევიწყალო აბდულ ყადირ ხანი - ჩვენი ეროვნული გმირი, რომელმაც აღიარა თავისი შეცდომები." ხანმა, რომელიც პაკისტანში ბირთვული პროგრამის ფუძემდებელია, გუშინ საჯაროდ აღიარა ატომური იარაღის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება და პაკისტანელი ერისაგან პატიება ითხოვა. მან იკისრა ინფორმაციის ირანის, ლიბიისა და ჩრდილოეთი კორეისათვის მიწოდების სრული პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG