Accessibility links

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას


საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას შეუდგა და ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას შეუდგა და ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
პროექტი ითვალისწინებს არსებით ცვლილებებს, მათ შორის პრემიერ-მინიტრის პოსტის შემოღებას. პარლამენტარებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა თხოვნით, დაამტკიცონ ცვლილებების პროექტი. [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ ამ მოდელით ვიღებთ ერთიან, შეკრულ გუნდს, კოორდინირებულ ხელისუფლებას. ეს არის ზუსტად ის, რაც აკლდა საქართველოს. ამიტომ კონსტიტუციური ცვლილებები იძლევა აი, ასეთი მოდელის შექმნის საშუალებას და ვფიქრობ, ეს წაადგება ჩვენს ინტერესებს." სააკაშვილმა ხუთშაბათსვე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახალმა მთავრობამ შეძლოს ქვეყნის გამოყვანა უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც საქართველო გასული წლების განმავლობაში შეიყვანა წინა მთავრობამ. ხუთშაბათს გავრცელდა ასევე პარლამენტარ კობა დავითაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას თავდაცვის მინისტრის პოსტი შესთავაზა, რის სანაცვლოდაც ის არ უნდა შეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ასევე დავითაშვილის თქმით, მას სურდა თავდაცვის მინისტრობა, მაგრამ არა მინისტრობა "ავტორიტარული რეჟიმის" პირობებში. კობა დავითაშვილმა 3 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG