Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს


ლატვიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში ლატვიური ენის გამოყენების მკვეთრად გაზრდას.

ლატვიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში ლატვიური ენის გამოყენების მკვეთრად გაზრდას.
ამ კანონით, სექტემბრიდან სკოლებში, მათ შორის მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი უმცირესობის სკოლებში, გაკვეთილების არანაკლებ 60 პროცენტი უნდა ჩატარდეს ლატვიურად. გადაწყვეტილებას პარლამენტში წინ უძღოდა ცხარე დებატები, რომელთა მსვლელობაში შენობის წინ საპროტესტო გამოსვლა გამართა რუსული სკოლების 6 000-მდე მოწაფემ. [რუსი მოწაფეების ხმა] რუსულენოვანები ლატვიის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს შეადგენენ.
XS
SM
MD
LG