Accessibility links

logo-print

ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის


ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ხავიერ სოლანასა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბდულა გიულის შეხვედრა,

ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ხავიერ სოლანასა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბდულა გიულის შეხვედრა,
რომელზეც საუბარი საქართველოსაც შეეხო. მოლაპარაკების მთავარი თემები იყო კვიპროსი, ერაყი და ახლო აღმოსავლეთი. გარდა ამისა, სოლანამ თურქეთს მოუწოდა, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სამხრეთ კავკასიაში და უფრო ღია პოლიტიკა აწარმოოს სომხეთთან მიმართებაში. რაც შეეხება საქართველოს, სოლანას პრეს-მდივან ქრისტინა გალახის თქმით, სოლანამ და გიულმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა აუცილებელია მისი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის შიგნით რეფორმების ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG