Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი და გამოძიების ცენტრალური


აშშ-ის პრეზიდენტი და გამოძიების ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი გამართლებულად მიიჩნევენ გადაწყვეტილებას ერაყში ომის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტი და გამოძიების ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი გამართლებულად მიიჩნევენ გადაწყვეტილებას ერაყში ომის შესახებ.
მაგრამ ისინი - ჯორჯ ბუში და ჯორჯ ტენეტი - აღიარებენ, რომ სამხედრო კამპანიამდე მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია უნაკლო არ იყო. ამ საკითხს ისინი ხუთშაბათს გაკეთებული განცხადებებით შეეხნენ. როგორც ჯორჯ ბუშმა სამხრეთ კეროლაინას შტატში აღნიშნა, მართალია ამერიკელებმა ვერ მიაკვლიეს იარაღს, რომელიც ერაყში ეგულებოდათ, მაგრამ ომის წამოწყება მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო. ბუშის განცხადებით: [ბუშის ხმა] "იმის გათვალისწინებით, რაც მაშინ ვიცოდი, და რაც ახლა ვიცი - ერაყში ამერიკა სწორად მოიქცა". ჯორჯ ტენეტმა კი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში აღნიშნა, რომ მის უწყებას არასოდეს მოუხდენია ინფორმაციის მანიპულაცია ერაყში ომის გასამართლებლად და არც ის უთქვამს, რომ ერაყი უშუალო საფრთხეს ქმნიდა. მისივე თქმით, მართალია, მასობრივი განადგურების იარაღი ჯერ არ აღმოუჩენიათ, მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ სადამ ჰუსეინი ცდილობდა ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას.
XS
SM
MD
LG