Accessibility links

logo-print

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე პარასკევს კვლავ რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე პარასკევს კვლავ რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა.
აბაშიძის პრეს-სამსახურმა სააგენტო პრაიმ-ნიუსს განუცხადა, რომ ასლან აბაშიძე რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან აპირებს შეხვედრას. საუბარი შეეხება ბათუმის პორტის რეკონსტრუქციაში რუსული ინვესტიციების მონაწილეობის საკითხს. მოსკოვიდან ასლან აბაშიძე ევროპაში გამგზავრებას გეგმავს. თავის მხრივ, ახლო მომავალში ბათუმში ჩასვლა აქვს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც აჭარის ხელმძღვანელობასთან ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს. ამის თაობაზე დღეს აჭარის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა ავტონომიის მეთაურმა.
XS
SM
MD
LG