Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა დღეს


ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ მზადაა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან.

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ მზადაა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან.
რუსეთისა და დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებისათვის გაგზავნილ მიმართვაში მასხადოვი ამბობს, რომ მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებითაა შესაძლებელი ჩეჩნეთში ექსტრემიზმის ალაგმვა, აგრეთვე ორივე მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეთა მსხვერპლის თავიდან აცილება. აჰმედ ზაკაევმა, რომელიც მასხადოვის ოფიციალური წარმომადგენელია დასავლეთში, ჩვენი რადიოს ჩრდილოეთ კავკასიის რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა ხელმძღვანელობა არანაირად არაა დაკავშირებული მოსკოვის მეტროში პარასკევს მომხდარ აფთქებასთან და გმობს იმ პირებს, ვინც ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინა.
XS
SM
MD
LG