Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ აღიარა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ აღიარა, რომ ნარკობიზნესთან ბრძოლის საქმეში ხელისუფლების ძალისხმევა

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ აღიარა, რომ ნარკობიზნესთან ბრძოლის საქმეში ხელისუფლების ძალისხმევა
ჯერჯერობით ვერ იძლევა სასურველ შედეგს. ქაბულში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, კარზაიმ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა თხოვნით, ნარკოტიკების წარმოებისა და ვაჭრობის განადგურებაში დაეხმაროს მის ქვეყანას. [ჰამიდ კარზაის ხმა] "ნარკოტიკების გაყიდვითა და კონტრაბანდით მიღებული ფული ტერორისტებს ემსახურება. ტერორიზმი და ნარკოტიკები ერთად ანგრევენ ავღანეთსა და მთელს დანარჩენ მსოფლიოს." ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა დღეს გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ჩაიბარა კანადელმა გენერალმა რიკ ჰილიერმა.
XS
SM
MD
LG