Accessibility links

logo-print

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის


საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ - მორალური ზარალის ასანაზღაურებლად - 20 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ - მორალური ზარალის ასანაზღაურებლად - 20 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს
ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მთავრობის მხარდამჭერ ირაკლი დოკვაძეს, რომელმაც ორწელიწადნახევარი გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დოკვაძის სარჩელი, რომლითაც ეს უკანასკნელი მორალური, მატერიალური და ფიზიკური ზარალის ასანაზღაურებლად 10 მილიონ ევროს ითხოვდა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ დოკვაძის რეაბილიტაციის საფუძველი არ არსებობს, რადგან მისთვის არავის მოუხსნია ტერაქტში მონაწილეობის ბრალდება. დოკვაძე პეტრე გელბახიანთან ერთად გაასამართლეს თბილისში, 1992 წელს, ტერაქტის მოწყობის ბრალდებით. ტერაქტს, რომლის სამიზნე "მხედრიონის" ლიდერი ჯაბა იოსელიანი იყო, 7 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. დოკვაძესა და გელბახიანს თავდაპირველად გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც მოგვიანებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს, ხოლო 2002 წლის სექტემბერში, საქმის გადასინჯვის შემდეგ, პატიმრობის ვადა 8 წლამდე შეუმცირეს და გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG