Accessibility links

logo-print

მოსკოვის მეტროში 6 თებერვალს მომხდარი


მოსკოვის მეტროში 6 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის სომხეთის ორი და მოლდავეთის ერთი მოქალაქეა.

მოსკოვის მეტროში 6 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის სომხეთის ორი და მოლდავეთის ერთი მოქალაქეა.
ეს ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს მიაწოდა მოსკოვის პროკურორის მოადგილემ ვლადიმირ იუდინმა. სულ, ოფიციალური მონაცემებით, ტერაქტმა 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იუდინის თქმით, ამოცნობილია 33 დაღუპულის გვამები. დღეს მოსკოვში ორი დაღუპული დაკრძალეს. ხვალ ტერაქტის კიდევ 13 მსხვერპლს დაკრძალავენ. სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილემ ვიაჩესლავ უშაკოვმა განაცხადა, რომ ტერორიზმთან საბრძოლველად აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება და სპეცსამსახურების აღჭურვა საგანგებო უფლებებით. როგორც მოსკოვის პროკურორმა ანატოლი ზუევმა ივარაუდა, აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტის მოწყობილია. თუმცა, გამოძიება განიხილავს ასაფეთქებელი ნივთიერების არალეგალური ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის შესაძლებლობასაც.
XS
SM
MD
LG