Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის განცხადებით, პაკისტანის ხელისუფლებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის განცხადებით, პაკისტანის ხელისუფლებამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს,
რა ზომები გაატაროს აბდულ ყადირ ხანის მიმართ - პაკისტანელი მეცნიერისა, რომელმაც აღიარა, რომ ბირთვული ტექნოლოგიები გადასცა ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და ლიბიას. პაკისტანის სარდლობამ განაცხადა, რომ აბდულ ყადირ ხანს არ ჰქონია კავშირი "ალ-ყაიდასა" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა შეიწყალა ყადირ ხანი, რომელმაც პირობა დადო, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს. დღეს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მასუდ ხანმა განაცხადა, რომ გამოძიება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გარშემო არ დამთავრებულა. მისივე თქმით, "პაკისტანის ატომური ბომბის მამად" წოდებულ აჰდულ ყადირ ხანსა და ათ სხვა ექსპერტს მოუწევთ, პასუხი გასცენ გამომძიებელთა შეკითხვებს და სამართლის წინაშე არც ერთი მათგანი არ არის დაცული იმუნიტეტით.
XS
SM
MD
LG