Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პირველ ვიზიტს მართავს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პირველ ვიზიტს მართავს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში.
ორდღიანი ვიზიტის ჩარჩოებში სააკაშვილი თავის კოლეგას ვლადიმირი პუტინს შეხვდება. სააკაშვილი დღეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტს ესტუმრა. მან იმედი გამოთქვა, რომ პუტინთან ხვალინდელი მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში ახალ გვერდს გადაშლის. სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს საქათველოში ვერავინ გაუწევს კონკურენციას, თუ მოსკოვის მიდგომა პრაგმატული იქნება. მანვე თქვა, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყროფა ყველაზე უკეთ რუსეთს შეუძლია. მიხეილ სააკაშვილმა მისცა რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ინტერვიუ ცოცხალ ეთერში. მანვე რუსეთის ტელეარხს "ენტევეს" უპასუხა შეკითხვებზე. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ გავრცელდა ცნობა, რომ ის აღარ მოითხოვს დაჟინებით 3 წელიწადში რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანას, სააკაშვილმა უპასუხა, რომ არ ისურვებდა, რომ ეს საკითხი ურთიერობის მთავარ საკითხად იქცეს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს სამი ათასი რუსი ჯარისკაცი არ ატარებს სამხედრო მნიშვნელობას, ის ემოციური მნივშვნელობისააო. სააკაშვიტმა თქვა აგრეთვე, რომ რუსეთის ჯარის ნაცვლად იქ სხვა ჯარი არ განთავსდება, მისივე თანახმად, ამ ჯარების გაყვანა სტამბულის შეთანხმებით გადაწყვეტილია.
XS
SM
MD
LG