Accessibility links

logo-print

ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემები საქართველოში

დავით პაიჭაძე, თბილისი ქვემო ქართლში, დმანისისა და წალკის რაიონებში, ბოლო დროს მომხდარ კონფლიქტებს, რომელთაც ადამიანის მსხვერპლიც მოჰყვა,

ეხმაურებიან საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ხსენებული კონფლიქტების გაშუქების გამო. ქართულ-ოსური კავშირის თავმჯდომარე მარიამ ცაბოშვილი აღნიშნავდა:

[ცაბოშვილის ხმა] "ცალკეულ პუბლიკაციებსა და სიუჟეტებში იგრძნობოდა ქვეტექსტი და სურვილი, ეს დაპირისპირებები ეთნიკურ ჭრილში გადაეტანათ. საუბარი იყო, რომ ქართული სოფლის მოსახლეობა, ბავშვები შიშით სკამების ქვეშ იმალებოდნენ, სომხები მოდიანო. აი, ასეთი აქცენტი იყო გაკეთებული."

მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყოველი მათგანი, ეთნიკური წარმოშობისაგან დამოუკიდებლად, თავს გრძნობს პოლიტიკურ ქართველად. მოძრაობის თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ამბობს, რომ ორგანიზაცია წლების მანძილზე ეწინააღმდეგებოდა ეთნიკური უმცირესობების შესახებ კანონის მიღებას, მაგრამ ახლა მის მხარდამჭერად იქცა. მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება (პრეტენზია, უწინარესად, ეხება წინა ხელისუფლებას) არ ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას. საქართველოს აზერბაიჯანელთა სათვისტომოს წარმომადგენელსა და "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეს ზაურ ხალილოვს ეთნიკურ უმცირესობთა შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერად ასეთი მოტივები აქვს:

[ხალილოვის ხმა] "ვინ საზღვრავს, ვინ არის ეთნიკური უმცირესობა? ეს ჩემი, ინდივიდუუმის, უფლებაა და სახელმწიფოსი ან საზოგადოების ჯგუფის. როცა მე ვამბობ, დღეს ისეთ ვითარებაში ვარ, რომ მინდა, დამიცვას კანონმა, როგორც ეთნიკური უმცირეობის წარმომადგენელი, სახელმწიფო ვალდებულია, დამიცვას. ეს არ ნიშნავს, რომ ინტეგრაცია არ უნდა ხორციელდებოდეს და ინტეგრაციაზე ლაპარაკი შეწყდეს."

უმცირესობათა მიმართ უვარგისი სახელმწიფო პოლიტიკის ნიმუშად არნოლდ სტეფანიანი იხსენებს, რომ ასეული ათასობით ლარი იყო გამოყოფილი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების პროგრამის განსახორციელებლად, თუმცა მასწავლებლებმა ისე დაანებეს სწავლებას თავი, თვეებისა და წლების მანძილზე ხელფასი არ მიუღიათ. ქართულს "მრავალეროვან საქართველოშიც" ასწავლიან უფასოდ:

[სტეფანიანის ხმა] "ყოველ წელს 120 ადამიანს აქვს საშუალება, შეისწავლოს ქართული ენა. სახელმწიფოს როცა ვთხოვეთ, 1000 ლარი მაინც მოგვეცით ფორმალურად, რათა უმცირესობათა წარმომადგენლებს ვუთხრათ, სახელმწიფო დაინტერესებულია იმით, რომ თქვენ ქართული შეისწავლოთო - ერთი კაპიკიც არ მოგვცეს."

უმცირესობათა ინტეგრაციის პოლიტიკა ჯარის ფორმირებაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია თბილისის საკრებულოს წევრს, უფლებადამცავ პაატა ზაქარეიშვილს. მისი აზრით, ქართული ენის უფასო სწავლებისა და უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომი ზოგადი და უმაღლესი განათლების გარდა, ხელისუფლებამ სხვა ნაბიჯებიც უნდა გადადგას. ეჭვს არ იწვევს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის აქტუალობა. მაგრამ აქ პრობლემა გახდება ბაზიდან გამოთავისუფლებული მოქალაქეების დასაქმება:

[ზაქარეიშვილის ხმა] "რაც შეიძლება, მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს იქ. როცა უცხოეთში ჩვენ მიმართ ამხელა საინვესტიციო ინტერესი არსებობს, ჩადე იქ რაღაცა, განაცხადე, რომ, ვთქვათ, ქარხანას ააშენებ, მოიზიდე ინვესტიცია არა, სიტყვაზე, კახეთში, არამედ სწორედ რომ ახალქალაქში. მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს განწყობა, რომ ხელისუფლება მასზე ზრუნავს და სამუშაო ადგილს კი არ ართმევს - აძლევს! ანუ პოლიტიკა არ არის ჩემი დაჩაგვრის მიზეზი, პირიქით: პოლიტიკის მიზანი ჩემი ღირსეული დაცვაა."

ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემები საქართველოში

დავით პაიჭაძე, თბილისი

ქვემო ქართლში, დმანისისა და წალკის რაიონებში, ბოლო დროს მომხდარ კონფლიქტებს, რომელთაც ადამიანის მსხვერპლიც მოჰყვა, ეხმაურებიან საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ხსენებული კონფლიქტების გაშუქების გამო. ქართულ-ოსური კავშირის თავმჯდომარე მარიამ ცაბოშვილი აღნიშნავდა:

XS
SM
MD
LG