Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


ბაღდადში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 47 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილთა რიცხვი 50-ს აღწევს. აფეთქება დღეს დილით,

ბაღდადში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 47 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილთა რიცხვი 50-ს აღწევს. აფეთქება დღეს დილით,
ერაყის არმიაში ჩაწერის მსურველთა აღრიცხვის პუნქტთან მოხდა. თვითმხილველთა ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას ქუჩაში მდგომი ახალგაზრდა ერაყელები ემსხვერპლნენ, რადგან ამერიკელები შენობაში იმყოფებოდნენ. გუშინ ქალაქ ისქენდერიაში ააფეთქეს პოლიციის განყოფილება, რის შედეგადაც 50 ადამიანი დაიღუპა. როგორც აშშ-ის არმიის ბრიგადის გენერალმა მარკ კიმიტმა განაცხადა, კოალიცია ვარაუდობის, რომ ქვეყნის მართვის სადავეების ერაყელთათვის გადაცემის მოახლოებასთან ერთად (რაც ივნისისთვის არის დაგეგმილი), სულ უფრო იმატებს ძალადობის ფაქტები.
XS
SM
MD
LG