Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის


დღეს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

დღეს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
სამსაათიანი შეხვედრის მსვლელობაში განხილულ თემებს შორის იყო საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის პრობლემა და აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები. სააკაშვილმა პუტინს აღუთქვა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის შემდეგ საქართველოში არც ერთი სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზები არ გაიხსნება. [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის შემდეგ საქართველო არც აუცილებლად, და არც შესაძლებლად მიიჩნევს და არც რაიმე განზრახვა აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე მესამე ქვეყნის ბაზები განათავსოს. ჩვენ არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იქნებოდა - თუნდაც მხოლოდ ემოციური თვალსაზრისით - რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ." როგორც შეხვედრის დროს პუტინმა სააკაშვილს უთხრა, მოსკოვი კმაყოფილია იმ "დადებითი სიგნალებით", რომლებიც საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან მომდინარეობს. [ვლადიმირ პუტინის ხმა] "პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყურადღება მივაქციეთ თქვენს განცხადებებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, და გუშინაც, სტუდენტებთან შეხვედრის დროს. ყველაფერი ეს ძალიან დადებითი სიგნალებია, მიმართული საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა აღორძინებისკენ."
XS
SM
MD
LG