Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ერაყელებში


გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ერაყელებში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება მოსაზრება, რომ პირდაპირი არჩევნები საუკეთესო გზაა გარდამავალი პერიოდის მთავრობის შესაქმნელად.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ერაყელებში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება მოსაზრება, რომ პირდაპირი არჩევნები საუკეთესო გზაა გარდამავალი პერიოდის მთავრობის შესაქმნელად.
კოფი ანანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ასევე ფართოდ გავრცელებული აზრით, კენჭისყრა გულდასმით უნდა მომზადდეს ? მომზადდეს ისე, რომ ასახოს ერაყელი ამომრჩევლების ნება. ეს განცხადება მოჰყვა ერაყში ანანის წარგზავნილის, ლახდარ ბრაჰიმის მიერ ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებას, რომ გაერო მხარს უჭერს ერაყის წამყვანი შიიტი სასულიერო პირის, აიათოლა ალ-სისტანის მოთხოვნას არჩევნების თაობაზე. ანანის პრეს-მდივნის განმარტებით, მთავარი მოუგვარებელი საკითხია ასეთი არჩევნების თარიღი. შეერთებული შტატების შეფასებით, პირდაპირი არჩევნების ჩატარება ვერ მოესწრება 30 ივნისამდე, ანუ მმართველობის ერაყელებისთვის ჩაბარებამდე.
XS
SM
MD
LG