Accessibility links

logo-print

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი


აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი ჯონ აბიზაიდი გადაურჩა თავდასხმას,

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი ჯონ აბიზაიდი გადაურჩა თავდასხმას,
რომელიც მასზე ფალუჯაში განხორციელდა. ამერიკელ გენერალ მარკ კიმიტის განმარტებით, სამი ყუმბარა ესროლეს აბიზაიდსა და გენერალ-მაიორ ჩარლზ სუანაკს, როცა ისინი ბადრაგით ფალუჯაში მიემგზავრებოდნენ. კიმიტის თქმით: [კიმისტის ხმა] ?დღეს, ორის ნახევარზე ფალუჯაში გენერალი აბიზაიდი და გენერალი სუანაკი ათვალიერებდნენ ერაყის სამოქალაქო თავდაცვის ბატალიონის შტაბ-ბინას, როცა მათ ბადრაგს სახურავებიდან სამი ყუმბარა ესროლეს. არ დაშავებულან არც ჯარისკაცები და არც სამოქალაქო პირები. კოალიციისა და ერაყის სამოქალაქო თავდაცვის ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და მოიერიშეებს გაეკიდნენ.?
კიმიტის თქმით, ჯარისკაცებმა გაჩხრიკეს მეჩეთი, რომელშიც მოიერიშეები ეგულებოდათ, მაგრამ იქ ვერავის მიაგნეს. ფალუჯა, რომელიც ბაღდადის დასავლეთით 50 კილომეტრში მდებარეობს, ანტიამრიკული ოპერაციების სიხშირით გამოირჩევა.
XS
SM
MD
LG