Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "კონსტრუქციულს"


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "კონსტრუქციულს" უწოდებს მოსკოვში თავისი ორდღიანი ვიზიტის შედეგებს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "კონსტრუქციულს" უწოდებს მოსკოვში თავისი ორდღიანი ვიზიტის შედეგებს.
ამის შესახებ მოსკოვიდან იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" კორესპონდენტი. მოსკოვში 10-11 თებერვალს გამართული ვიზიტის დროს სააკაშვილი შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, სტუდენტებს, ინტელიგენციის, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს. თბილისში დაბრუნებულმა სააკაშვილმა პრეს-კონფერენცია გამართა და შეაჯამა საკითხები, რომლებიც მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე იყო განხილული. მათ შორის სასაზღვრო უწყებათა თანამშრომლობა, სავიზო რეჟიმის გამარტივება, ენერგეტიკის სფერო, აფხაზეთის პრობლემა და, სააკაშვილის თქმით: [სააკაშვილის ხმა] "რაც მთავარია, მოვითათბირეთ, რომ შემოდგომაზე საბოლოოდ მოეწერება ხელი -პირველად 12 წლის მანძილზე ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც რატიფიცირებული იქნება რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ - ე.წ. ჩარჩო-ხელშეკრულებას. ამისათვის რუსეთის პრეზიდენტი ჩამოვა, სადღაც ალბათ, სექტემბერში საქართველოში და გავაფორმებთ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების გასაფორმებლად ყველა დაბრკოლებაა მოხსნილი. დარჩა 2-3 საკითხი, რომელიც არის შესათანხმებელი".
XS
SM
MD
LG