Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება


კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ

კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ
ქალაქ დოჰაში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი. დაჭრილია იანდარბიევის 13 წლის ვაჟი. აფეთქება დოჰას საცხოვრებელ უბანში მოხდა, როცა იანდარბიევი და მისი ვაჟი პარასკევის ლოცვის შემდეგ მეჩეთს ტოვებდნენ. ზელიმხან იანდარბიევი ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა 1996 და 1997 წლებში. ის სამი წელია კატარშია გახიზნული. იანდარბიევს ეძებდნენ რუსეთის სამართალდამცავები, როგორც შეიარაღებული ამბოხების ერთ-ერთ ორგანიზატორს. გასულ წელს გაერომ ზელიმხან იანდარბიევი იმ ადამიანთა სიაში შეიტანა, რომლებიც "ალ-ყაიდის" ტერორისტულ ქსელთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.
XS
SM
MD
LG