Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კომპანია "გაზპრომი" ბელორუსიას რამდენიმე


რუსეთის კომპანია "გაზპრომი" ბელორუსიას რამდენიმე დღეში

რუსეთის კომპანია "გაზპრომი" ბელორუსიას რამდენიმე დღეში
ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება იმ შემხვევაში, თუკი მინსკი ბუნებრივი აირის იმპორტზე მაღალი ტარიფების გადახდაზე არ დათანხმდება. ბელორუსია, რომელიც დამოკიდებულია რუსეთის ენერგომატარებლებზე, ბუნებრივ აირს უკიდურესად სუბსიდირებული ტარიფით შეისყიდის. რუსეთის მხარე ცდილობს ტარიფის აწევას. "გაზპრომის" ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ რიაზანოვმა დღეს განაცხადა, რომ ტარიფებზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეინიშნება. 2004 წლის დასაწყისიდან დღემდე "გაზპრომს" ბელორუსიისთვის ბუნებრივი აირი არ მიუწოდებია. თუმცა, ენერგომატარებლის მიწოდება არ შეუწყვიტავთ დამოუკიდებელ მწარმოებლებს "იტერასა" და "ტრანსნეფტს", რომლებიც "გაზპრომის" მიერ დამტკიცებული კონტრაქტებით მოქმედებენ.
XS
SM
MD
LG