Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ივან რიბკინი


რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ივან რიბკინი აცხადებს,

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ივან რიბკინი აცხადებს,
რომ ის აპირებს საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას, მაგრამ არჩევნების დღემდე, 14 მარტამდე არ დაბრუნდება რუსეთში. რიბკინი ამჟამად ლონდონში იმყოფება. ის ხუთი დღის წინ მოულოდნელად გაუჩინარდა და შემდეგ უკრაინის დედაქალაქში აღმოჩნდა. პარასკევს ლონდონში პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კიევში ასლან მასხადოვთან შესახვედრად გაემგზავრა, რომ უკრაინის დედაქალაქში ის მოწამლეს და გონზე მოსვლის შემდეგ მასზე უგონო მდგომარეობაში ყოფნისას გადაღებული მაკომპრომეტირებელი ვიდეო-ფირი წარუდგინეს. რიბკინის თქმით, კიევში მომხდარმა ის დაარწმუნა, რომ რუსეთში პოლიტიკაში წესები არ არსებობს. ივან რიბკინს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ახლდა ბორის ბერეზოვსკი, რომელიც მხარს უჭერს ივან რიბკინის ლიბერალური რუსეთის პარტიას.
XS
SM
MD
LG