Accessibility links

logo-print

მეამბოხეებმა ორი კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს


მეამბოხეებმა ორი კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს დღეს ერაყის ქალაქ ფალუჯაში,

მეამბოხეებმა ორი კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს დღეს ერაყის ქალაქ ფალუჯაში,
რის შედეგად 23 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო სულ ცოტა 35 - დაიჭრა. ექიმების ცნობით, მოკლულთა შორის სულ ცოტა 14 - პოლიციის ოფიცრი, 4 - მეამბოხე, ხოლო დანარჩენი, შემთხვევით გამვლელნი იყვნენ. ხელყუმბარებითა და ატომატური შაშხანებით შეიარაღებული მეამბოხეები ფალუჯის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და 20-დე პატიმარი გაათავისუფლეს. მეორე თავდასხმისას, მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს შენობაზე, რომელშიც ერაყის სამოქალაქო დაცვის კორპუსია განთავსებული. ამავე შენობას გაუხსნეს ცეცხლი ორი დღის წინ, როცა იქ ამერიკელი გენერალი ჯონ აბიზაიდი მივიდა.
XS
SM
MD
LG