Accessibility links

logo-print

ირანში, უდიდესმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ პრეზიდენტი


ირანში, უდიდესმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ პრეზიდენტი მოჰამად ხათამი გააკრიტიკა იმისათვის,

ირანში, უდიდესმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ პრეზიდენტი მოჰამად ხათამი გააკრიტიკა იმისათვის,
რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. რეფორმისტმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ხათამი ფაქტობრივად კონსერვატორ მოლებს მიემხრო, რითაც თავისუფლება, სამართლიანობა და ირანელი ხალხის უფლებები გაწირა. სტუდენტებმა მოსახლეობას მოუწოდეს - ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს. ადრე, კონსერვატიულმა "გუშაგთა საბჭომ" 2000-ზე მეტ რეფორმისტ-კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა, ხოლო კიდევ 500-ზე მეტმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად მოხსნა თავისი კანდიდატურები.
XS
SM
MD
LG