Accessibility links

logo-print

ისლამაბადში მესამე დღეა გრძელდება ინდოეთისა


ისლამაბადში მესამე დღეა გრძელდება ინდოეთისა და პაკისტანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ქაშმირში ვითარების მოგვარების თაობაზე.

ისლამაბადში მესამე დღეა გრძელდება ინდოეთისა და პაკისტანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ქაშმირში ვითარების მოგვარების თაობაზე.
გუშინ მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი კონსულტაციების დღის წესრიგისა და გრაფიკის შესახებ. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შეიძლება შედგეს უკვე მაისში, ინდოეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. [მუშარაფის ხმა] "იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა საბოლოო ჯამში ქაშმირელების სურვილის მიხედვით პრობლემის დარეგულირებამდე მიგვიყვანს. მაგრამ თუკი ისინი არ იქნება გათვალისწინებული, კრიზისის მოგვარება ვერ მოხერხდება."
XS
SM
MD
LG