Accessibility links

logo-print

დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ გაიმარჯვა


დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ გაიმარჯვა ვისკონსინის შტატში გამართულ "პრაიმერისში" - შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატთა პირველად არჩევნებში.

დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ გაიმარჯვა ვისკონსინის შტატში გამართულ "პრაიმერისში" - შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატთა პირველად არჩევნებში.
კერიმ 15 შტატში გაიმარჯვა 17-დან, სადაც გაიმართა დემოკრატი კანდიდატის გამოსავლენი არჩევნები. ვისკონსინის ქალაქ მილუოკიში გამოსვლისას სენატორმა თქვა: [კერის ხმა] "ვისკონსინის შტატის დევიზია "წინ!" და მე მადლობა მინდა მოვახსენო ამ დიად შტატს, რომელმაც თავის დევიზს არ უღალატა არც ამ შემთხვევაში - ამ წინასაარჩევნო კამპანიისას. წინ! უდიდესი მადლობა!" კერის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი ჰოვარდ დინი გამოეთიშა შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატობისათვის ბრძოლას.
XS
SM
MD
LG