Accessibility links

logo-print

20 თებერვალს, დილით თბილისის აეროპორტში


20 თებერვალს, დილით თბილისის აეროპორტში გენერალური

20 თებერვალს, დილით თბილისის აეროპორტში გენერალური
პროკურატურის თანამშრომლებმა "მაგთიკომის" ხელმძღვანელი, ედუარდ შევარდნაძის სიძე გიორგი ჯოხთაბერიძე დააკავეს. გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ჯოხთაბერიძე გაფრთხილებული იყო, არ დაეტოვებინა თბილისი, თუმცა, საწინააღმდეგოზე მიუთითებს გიორგი ჯოხთაბერიძის მეუღლე მანანა შევარდნაძე და ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი. კერძოდ მანანა შევარდნაძე, რომელიც მომხდარს პოლიტიკურ ტერორს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მისი ოჯახი იძულებული გახდება დატოვოს საქართველო, განმარტავს, რომ მისი მეუღლე პარიზის გავლით შეერთებულ შტატებში პარტნიორთა კრებაზე მიემგზავრებოდა: [შევარდნაძის ხმა] "უნდა გამართულიყო პარტნიორთა კრება. განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში ითხოვდნენ ისინი გიას იქ ყოფნას. ბუნებრივია, ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი... ადამიანებს... იქ ძალიან ბევრი ადამიანია, ამერიკულ მხარეს, ხო..." გიორგი ჯოხთაბერიძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი კი აცხადებს, რომ ჯოხთაბერიძე წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება და არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რისთვის არის დაკავებული. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საღამოს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ასეთი კომენტარი გააკეთა: [მიშას ხმა] "ბოდიშს ვიხდი, მაგრამ გამოდის ქალბატონი შევარდნაძე დღეს (ვნახე ტელევიზორში) და გული ამერია, პირდაპირ რომ გითხრათ. იმიტომ, რომ ისე გვამადლის, რომ "აი, პრეზიდენტის ოჯახზე მიმდინარეობს დევნა", - ნებისმიერი ჩვენ ადამიანი ქუჩაში ისურვებდა, ინატრებდა, იოცნებებდა, რომ მასზე ასეთი დევნა ხორციელდებოდეს. 350 მილიონი დოლარია ამ ოჯახის პირადი ქონება, ასე არის შეფასებული ..."
XS
SM
MD
LG