Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალშექმნილი საარჩევნო ბლოკის "მემარჯვენე ოპოზიცია


ახალშექმნილი საარჩევნო ბლოკის "მემარჯვენე ოპოზიცია -

ახალშექმნილი საარჩევნო ბლოკის "მემარჯვენე ოპოზიცია -
მრეწველები, ახლები" თავმჯდომარე "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე იქნება, ახალი ბლოკის საარჩევნო სიის პირველი ნომერი კი "მოძრაობა - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი გოგი თოფაძე. გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ ახლადშექმნილი ბლოკი "მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლები" გაერთიანების შესახებ კონსულტაციებს მართავს საარჩევნო ბლოკ "ედპ-ტრადიციონალისტებთან". ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის შექმნის შეახებ განაცხადის შეტანის ვადა ხვალ, 21 თებერვალს იწურება. "სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ "ედპ-ტრადიციონალისტებმა" და "მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლებმა" "სოციალისტებსაც" შესთავაზეს პარტნიორობა. და კიდევ ერთი ცნობა არჩევნებთან დაკავშირებით - პოლიტიკური ორგანიზაცია "სამართლიანობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ინტერპოლის მიერ ძებნილი იგორ გიორგაძე იქნება. ამ პარტიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მოხსნის გიორგაძეს საარჩევნო სიიდან.
XS
SM
MD
LG