Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსს ერაყში


ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსს ერაყში პოლ ბრემერს,

ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსს ერაყში პოლ ბრემერს,
სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში შეუძლებლად მიაჩნია ერაყში პირდაპირი საყოველთაო არჩევნების ჩატარება. ბრემერის თქმით, გაეროს ექსპერტებმა 12-15 თვე დაასახელეს იმ აუცილებელ პერიოდად, რაც "ტექნიკური პრობლემების" მოსაგვარებლად, აგრეთვე საარჩევნო კანონის მოსამზადებლად გახდება საჭირო ერაყში საყოველთაო არჩევნების ჩასატარებლად. [პოლ ბრემერის ხმა]: "ყველაზე სერიოზული პრობლემები ტექნიკური ხასიათისაა, როგორც ეს გაეროს სპეციალისტებმა დაადასტურეს აქ სტუმრად ყოფნისას გასულ კვირაში. ერაყს არა აქვს საარჩევნო კანონი. არაა ქვეყანაში საარჩევნო კომისია, და არც კანონი არსებობს პოლიტიკური პარტიების შესახებ. არაა ამომრჩეველთა სიები. ქვეყანაში არ ჩატარებულა მოსახლეობის აღწერა განვლილი თითქმის 20 წლის მანძილზე" - განაცღხადა პოლ ბრემერმა.
XS
SM
MD
LG