Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა დღეს პატიმრობაში მყოფი ერაყის დამხობილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მოინახულეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა დღეს პატიმრობაში მყოფი ერაყის დამხობილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მოინახულეს.
როგორც ხსენებული ორგანიზაციის თანამშრომელმა ანტონელა ნოტარიმ აცნობა ჟურნალისტებს, სადამ ჰუსეინი ციხეში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექიმმა და მისმა არაბული ენის მცოდნე თარჯიმანმა მოინახულეს. ანტონელა ნოტარიმ ჟენევაში განაცხადა, რომ ექიმმა სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა ჰუსეინს და თან ერაყის ყოფილ პრეზიდენტს შესთავაზა - წერილი დაეწერა თავისი ოჯახის წევრებისთვის გადასაცემად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სადამ ჰუსეინის ადგილსამყოფელი არ გამოუქვეყნებია.
XS
SM
MD
LG