Accessibility links

20,000-დე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო დემონსტრაციაში


20,000-დე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო დემონსტრაციაში, რომელიც დღეს გაიმართა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში.

20,000-დე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო დემონსტრაციაში, რომელიც დღეს გაიმართა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ გადადგეს პრემიერ-მინისტრი ფატოს ნანო, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ალბანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სალი ბერიშამ, რომელიც ოპოზიციის ლიდერია ამჟამად, დემონსტრაციის მონაწილეებს განუცხადა, რომ ფატოს ნანო არის ალბანეთის მტერი, რომელმაც ხალხს იმედი გაუცრუა. ბერიშამ დემონსტრანტებს მოუწოდა მშვიდობიანი მეთოდებით გააგრძელონ საპროტესტო მანიფესტაცია და არ დაუშვან იმის განმეორება, რაც 7 თებერვალს მოხდა ტირანაში, როცა დემონსტრანტებმა მთავრობის შენობაში სცადეს შესვლა.
XS
SM
MD
LG