Accessibility links

logo-print

დღეს, ბათუმში, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი


დღეს, ბათუმში, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ოფისს

დღეს, ბათუმში, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ოფისს
და სასტიკად სცემეს ამ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავთანდილ დარჩია, რომელიც სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. ოპოზიცია ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას აკისრებს. დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მოძრაობა "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ხაბაზმა განაცხადა, რომ ოფისი აჭარის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის ვაჟა თაბაქიძისა და მისი ბიძის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ბანდის წევრებმა დაწვეს, და მათვე სცემეს ავთანდილ დარჩია.
XS
SM
MD
LG