Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში, სამგზავრო ავტობუსში განხორციელებული აფეთქების


იერუსალიმში, სამგზავრო ავტობუსში განხორციელებული აფეთქების შედეგად, თვითმკვლელი ტერორისტის გარდა, კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა.

იერუსალიმში, სამგზავრო ავტობუსში განხორციელებული აფეთქების შედეგად, თვითმკვლელი ტერორისტის გარდა, კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა.
დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღემატება. პალესტინელთა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით "ალ აყსას მარტვილთა ბრიგადები", რომელმაც ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა იკისრა, განაცხადა, რომ შური იძია 11 თებერვალს, ისრაელის არმიის მიერ, ღაზის სექტორში ჩატარებული რეიდებისთვის. ამ რეიდების შედეგად ქალაქებში ღაზასა და რაფაჰში 12 პალესტინელი დაიღუპა. ტერაქტი დაგმეს როგორც ისრაელის ხელისუფლებამ, ისე პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ, აგრეთვე, გერმანიამ, რუსეთმა და ვატიკანმა. ხვალ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იწყება განხილვა საკითხისა, თუ რამდენად კანონიერია ისრაელის მიერ ე.წ. "დამცავი კედლის" მშენებლობა.
XS
SM
MD
LG