Accessibility links

logo-print

ექსკლუზიური ინტერვიუ თავდაცვის სამოქალაქო მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან


საქართველოს პირველმა თავდაცვის სამოქალაქო მინისტრმა

გელა ბეჟუაშვილმა პოსტზე დანიშვნის მესამე დღესვე საზოგადოებას პირველი ანგარიში ჩააბარა სამხედრო უწყების უახლოესი ამოცანების შესახებ. მომავალი კვირის დასაწყისში კი გელა ბეჟუაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად შეერთებულ შტატებს ეწვევა და პენტაგონის წარმომადგენლებთან სამხედრო თანაშრომლობის საკითხებს შეათანხმებს. მანამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი რადიო "თავისუფლების" სტუმარია.

ქართველ ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ქართულად შესამჩნევი ამერიკული აქცენტითა და ინგლისური შესატყვისების მოშველიებით საუბრობს. იგრძნობა ტეხასის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის მართვის უმაღლესი სკოლის გავლენა, სადაც სულ რაღაც 10 დღის წინ გელა ბეჟუაშვილი მსმენელად ირიცხებოდა და საიდანაც, პრეზიდენტის მოულოდნელი ზარის გამო, ცოლ-შვილის წამოყვანაც ვერ მოასწრო. თუმცა ორიოდე დღის შემდეგ ბეჟუაშვილი, უკვე თავდაცვის სამოქალაქო მინისტრის ამპლუაში, ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესტუმრება შეერთებულ შტატებს და პირველ მოლაპარაკებას გამართავს პენტაგონის ხელმძღვანელობასთან. როგორც გელა ბეჟუაშვილმა მითხრა, მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება "წვრთნისა და აღჭურვის" მსგავსი ერთობლივი პროგრამის შემუშავება.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა]

თავდაცვის სამინისტრომ უკვე დასახა სწორი ამოცანა: შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 20-დან 15-ათასამდე უნდა შემცირდეს, სწორი მართვა თავდაცვის სამოქალაქო მინისტრმა და გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა გივი იუკურიძემ უნდა უზრუნველყონ. ბეჟუაშვილს იმედი აქვს, რომ მდგრადობის მესამე ელემენტის - სტაბილური დაფინანსების - წყაროებიც გამოჩნდება.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა]

მინისტრის პოსტზე მოღვაწეობა კი გელა ბეჟუაშვილმა, როგორც თავად ამბობს, წესრიგის აღდგენითა და "მუწუკი ელემენტების" მოშორებით დაიწყო.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა]

თავდაცვის სამოქალაქო მინისტრი არ ღებულობს საყვედურს, რომ მან საკადრო წმენდას პროფესიონალი სამხედრო კადრები გადააყოლა. გელა ბეჟუაშვილის თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი ადამიანური ფაქტორია, მაგრამ არ მალავს, რომ უფრო მეტად არა გენერლებზე, არამედ წვევამდელებზე იზრუნებს.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა]

თუმცა თავდაცვის მინისტრს მალე კიდევ ერთი საზრუნავი გაუჩნდება: თანამდებობაზე წარდგენის დროს საქართველოს პრეზიდენტმა ბეჟუაშვილს დაავალა დაიწყოს რეზერვისტთა მომზადება, ხოლო რეზერვისტების პირველ ნაკადში ჩასარიცხთა შორის მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალგაზრდა, ჯარგამოუვლელი წევრები დაასახელა.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG