Accessibility links

logo-print

მოსკოვში "ომონის" თანამშრომლებმა დააკავეს ჩეჩნებისა


მოსკოვში "ომონის" თანამშრომლებმა დააკავეს ჩეჩნებისა და და ინგუშების სამშობლოდან გადასახლების 60 წლისთავისადმი

მოსკოვში "ომონის" თანამშრომლებმა დააკავეს ჩეჩნებისა და და ინგუშების სამშობლოდან გადასახლების 60 წლისთავისადმი
მიძღვნილი პიკეტის მონაწილეები. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტის თანახმად, აქციის დაწყებიდან ნახევარ საათში "ომონოს" თანამშრომლებმა მოითხოვეს, რომ მონაწილეები დაშლილიყვნენ და დააკავეს ორგანიზატორები. მოძრაობა "ადამიანის უფლებებისთვის" ლიდერი ლევ პონომარიოვი და მოძრაობა "რუსეთის რადიკალების" მდივანი ნოკოლაი ხრამოვი. დააკავეს რამდენიმე მოპიკეტეც.
აი, რა უთხრა ჩვენს კორესპონდეტს საპატიმროდან გამოშვების შემდეგ ხრამოვმა:[ხრამოვის ხმა] "ალბათ დახლოებით 20 წუთი ვიდექით და შემდეგ ჩვენ ორნი და კიდევ 10 ადამინი -მანიფესტაციის მონაწილეები დააკავეს. სამწუხაროდ სხვა დაკავებულების გვარები არ ვიცი, რადგან ისინი მილიციის სხვა განყოფილებაში წაიყვანეს და ამიტომ არ ვიცი, ვინ არიან ისინი და სად". სულ ასამდე ადამინი მივიდა მოსკოვში საბჭოთა უშიშროების კომიტეტის ყოფილ შენობასთან ლუბიანკის მოედანზე. მათ არ ჰქონიათ ხელისუფლები უფლება, მოეწყოთ მანიფესტაცია.
360 ათასი ჩეჩენი და 92 ათასი ინგუში გადაასახლეს შუა აზიაში სტალინის პერიოდში, ზუსტად 60 წლის წინ, რადგან შიშობდნენ, რომ ისინი ნაცისტებთან ითანამშრომლებდნენ. 1957 წელს, მას მერე, რაც მათ აპატიეს, ნახევარიღა დაბრუნდა შინ.
XS
SM
MD
LG