Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერეთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტი


ამერიკის შეერეთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვიზიტი გრძელდება.

ამერიკის შეერეთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვიზიტი გრძელდება.
ის ვაშინგტონში ვიზიტისის დასაწყისში ეწვია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს, სადაც სააკაშვილს თავის დროზე უსწავლია და სადაც გამართულ შეხვედრას რამდენიმე ასეული სტუმარი დაესწრო. საქართველოს დელეგაცია შეხვდა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს პოლ ვულცოვიცს, ასევე დაზვერვის ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობას. გადაწყდა, რომ თბილისში ამ უწყების ოფისის გაიხსნება. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სატელევიზიო არხს "სი-ენ-ენს" მისცა ინტერვიუ. ვაშინგტონის დროით 5 საათზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეში. მისი მოხსენების თემაა "საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ, დემოკრატიის და სტაბილურობის აღდგენა". მომხსენებელს კენედის სახელობის აუდიტორიაში წარადგენს ზბიგნევ ბჟეზინსკი - აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის - გაფართოებული საერთაშორისო კვლევის ცენტრის პროფესორი. ხვალ მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში პრეზიდენტ ბუშს ხვდება.
XS
SM
MD
LG