Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ისრაელის


ჰააგაში საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების გარშემო უსაფრთხოების მიზნით

ჰააგაში საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების გარშემო უსაფრთხოების მიზნით
კედლის აგების მართებულობის საკითხს. ამ კედლის სიგრძე 700 კმ იქნება. ისრაელი მას ტერორისტული თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით აგებს, პალესტინელები კი აცხადებენ, რომ ის მათი ტერიტორიის მითვისებას ემსახურება. დღეს სასამართლოზე იორდანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ კედელი პალესტინელთა იორდანიაში გასვლას გამოიწვევს, რაც დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს სამეფოში. სასამართლომ მოისმინა ბელიზის და კუბის, ასევე ინდონეზიელი წარმომადგენლის გამოსვლა, რომელთაც ისრაელი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დადანაშაულეს. ისრაელი არ აღიარებს სასამართლოს, პრემიერმა შარონმა მას "საერთაშორისო ცირკი" უწოდა.
XS
SM
MD
LG