Accessibility links

logo-print

1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტმა დღეს


1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტმა დღეს ბოლო სხდომა ჩაატარა და მუშაობა დაასრულა.

1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტმა დღეს ბოლო სხდომა ჩაატარა და მუშაობა დაასრულა.
ამ მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შარშან, ნოემბერში უნდა შეწყვეტოდა, მაგრამ "ვარდების რევოლუციად" წოდებული მოვლენების შედეგად, რასაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და 2 ნოემბერის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება მოჰყვა, საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა გააგრძელა. დღევანდელ, ბოლო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ 28 მარტს არჩეული ახალი პარლამენტი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელია. საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნებამდე 45 დღით ადრე საკანონმდებლო ორგანო მუშაობას წყვეტს.
XS
SM
MD
LG